პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: მონაცემთა რიხვითი მახასიათებლების გამოთვლა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
  2. პროექტის იდეა: მოსწავლეებმა შეაგროვონ მონაცემები სკოლაში მათ მიერ არჩეულ თემასთან დაკავშირებით, გამოკითხვის მეშვეობით. გაანალიზონ მონაცემები მათემატიკური თვალთახედვით.  ასახონ მიღებული შედეგები სლაიდებზე.
  3. პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მოგორვებული მონაცემების სხვადასხვა დიაგრამების სახით წარმოდგენა, გაანალიზება და დასკვნის გამოტანა. ასევე მათემატიკური უნარების ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება, კომპიუტერულ ლაბორატორიაში მუშაობის უნარების გამომუშავება და უკეთ დანახვა კავშირისა მათემატიკისა და რეალურ ცხოვრებას შორის.  მოსწავლეებს შორის ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება.
  4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი. VII კლასის მოსწავლეები.
  5. ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
  6. მოსალოდნელი შედეგები: სლაიდშოუ, წერილობითი დოკუმენტი.
  7. საჭირო რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცელი.
  8. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები წინასწარ ჯგუფებად ნაწილდებიან. ჯგუფები დამოუკიდებლად ირჩევენ თემებს მონაცემთა ანალიზის შესახებ. ადგენენ კითხვარებს და ატარებენ გამოკითხვას სხვა კლასების მოსწავლეთა შორის. ამუშავებენ ამ მონაცემებს მათემატიკურად და აკეთებენ პრეზენტაციას კომპიუტერულის პროგრამის საშუალებით.
  9. საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ისტ.
  10. პროექტის ხელმძღვანელი: გარდაბნის რაიონის გამარჯვების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მარეხი ლეკიშვილი.
  11. ელ. ფოსტა: marexi.lekishvili@gmail.com
 ქვემოთ მოცემულია მოსწავლეების ნამუშევრები(სლაიდშოუს სახით):
 1. ჯგუფი #1 იხილეთ აქ.
 2. ჯგუფი #2 იხილეთ აქ.
 3. ჯგუფი #3 იხილეთ აქ.
 4. ჯგუფი #4 იხილეთ აქ.

No comments:

Post a Comment