პრაქტიკული კვლევის ანგარიში



                                                                      გამარჯვების საჯარო სკოლა
                                                                2017-18 სასწავლო წელი

      პრაქტიკული კვლევის ანგარიში:   საბაზო საფეხურზე სწავლის მოტივაციის კვლევისა და მისი ამაღლების ხელშეწყობის შესახებ
                                                                             ავტორი:მარეხი ლეკიშვილი
                                კვლევის ანგარიში
სარჩევი
შესავალი
კვლევის პრობლემებისა და საგნის მიმოხილვა
ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი
კვლევის მიზანი
კვლევის გეგმა
კვლევის ვადები
მეთოდოლოგია
მონაცემთა შეგროვება
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
დასკვნა
რეკომენდაციები
თვითკრიტიკა
დანართები
გამოყენებული ლიტერატურა 

                                      შესავალი
  ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სასკოლო ცხოვრებაში. ამ საფეხურზე ეყრება საფუძველი ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მსჯელობა- დასაბუთების უნარი, წარმოსახვითი უნარი, რიცხვებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარი, რაოდენობრივი მონაცემთა მახასიათებლების მოპოვების და ანალიზის უნარი, ასევე ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბება და განვითარება, რომლებიც გამოიყენება არა მარტო მათემატიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში. ამიტომ მივიჩნიე საჭიროდ ამ საფეხურზე შესწავლილ მოსწავლეთა მოტივაცია, როგორც სწავლის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.
   წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება   გამარჯვების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის     სწავლის მოტივაციის საკითხს, განხილულია  დაბალი მოტივაციის  გამომწვევი მიზეზები საბაზო საფეხურზე და მისი მოგვარების გზები                                     
                     
                          კვლევის პრობლემა და საგანი        
     როგორც აღვნიშნეთ, მათემატიკის საბაზო საფეხური მეტად მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლების პროცესში. აქ იძენს მოსწავლე ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც საფუძველია მათემატიკის საშუალო საფეხურზე წარმატებულად სწავლისა და მოსწავლის მიერ თანამედროვე ცხოვრებაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, თუ სოციალურ ეკონომიკური ან ტექნოლოგიური პროცესების მართვისას.  ასევე შესაძლებელია ზოგიერთ მოსწავლისთვის საბაზო საფეხური შეიქმნას დამამთავრებელი ეტაპიც კი. ეს ეხება იმ მოსწავლეებს, ვინც სწავლას აგრძელებენ სხვადასხვა კოლეჯებსა და პროფესიულ  სასწავლებლებში. ეს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის მათემატიკური უნარების შეძენის სიცხადეს.  
მიმაჩნია, რომ მოსწავლე უნდა ფლობდეს გარკვეულ პრაქტიკულ უნარებს, რათა შეძლოს ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა და რეალურ სიტუაციაში მათემატიკური ცოდნის გამოყენება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დავიწყე ამ საფეხურზე დაკვირვება და შესწავლა მოსწავლეთა სწავლის მოტივაციაზე.


    ეროვნული სასწავლოს გეგმის მიხედვით მათემატიკის მასწავლებელი ვალდებულია:

  1.                შეადგინოს თანმიმდევრული და განვითარებადი სასწავლო პროგრამები, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა სწავლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
  2.                 გამოიყენოს კომუნიკაციის მრავალფეროვანი სტრატეგიები ცალკეულ მოსწავლეებთან და მოსწავლეთა ჯგუფებთან წარმატებული ურთიერთობებისათვის.
  3.             გამოიყენოს სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები და რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების და მოსწავლეთა სწავლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
  4.                დაადგინოს მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი და განსაზღვროს თითოეული მოსწავლისათვის შესაბამისი მოთხოვნები                   
                        ლიტერატურის მიმოხილვა

       მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
მოტივაცია არის იმპულსი, სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისკენ მიმართავს. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებას.  მოსწავლის მოტივაციას განსაზღვრავს მისი გარემო, ეს შეიძლება იყოს მშობლები, თანატოლები, მიმზიდველი სასწავლო გარემო.  თუმცა მოსწავლეების მოტივირებას თვალსაზრისით, მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.
          მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატიური მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას.
 დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე.წ შინაგან და გარეგან მოტივაციას:
შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა, რომელიც შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაღაცის აღმოჩენის სურვილით.
          გარეგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვა, რომელიც გამოწვეულია გარე ფაქტორებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვების სურვილით. 
   მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის გაღვიძება აკადემიურ შედეგებზეა დადებით გავლენას ახდენს, აუცილებელია მასწავლებელი იყენებდეს გარეგანი მოტივაციის სტრატეგიებსაც.
ქართველი მეცნიერი დ. უზნაძე საუბრობს შემეცნებით ინტერესზე და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებულ დამოკიდებულებაზე, რაც, შეიძლება ითქვას, რომ უახლოვდება დასავლური ფსიქოლოგიური სკოლის მიერ აღიარებულ შინაგან მოტივაციას.
მეცნიერთ უმრავლესობა მიიჩნევს რომ I-IV კლასებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი შინაგანად არის მოტივირებული, მესამე კლასიდან შინაგანი მოტივაცია კლებულობს.  საბაზო საფეხურზე კიდევ უფრო იკვეთება შინაგანი მოტივაციის დაწევა. ამ დროს მოსწავლეები უფრო დიდ ანგარიშს უწევენ გარე ფაქტორებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, გარე ფაქტორებიც უძლურია, ბევრი მიზეზის გამო.  მოსწავლე ამ დროს კარგავს სწავლის მოტივაციას. სწორედ აქ იკვეთება მასწავლებლის განსაკუთრებული როლი, რომ იზრუნოს მოსწავლეებში როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე. (ორმონდი, 2008)

წინამდებარე კვლევის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გამოიკვეთება მოტივაციის შემცირების მიზეზები, შემუშავდება რეკომენდაციები მასწავლებელთათვის აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას.

                                           კვლევის მიზანი
       კვლევის მიზანია, შევისწავლოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოვნახო მისი გადაჭრის გზები.
დავიწყე რა მე-8 კლასის მოსწავლეებში აღნიშნული საკითხის კვლევა, მოვიძიე მათი დაწყებით საფეხურის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და შევადარე მათ აკადემიურ მოსწრებას საბაზო საფეხურზე. დაფიქსირდა და შეფასდა დიდი სხვაობა:  მე-8 კლასში მათ მათემატიკაში ჰქონდათ გაცილებით დაბალი აკადემიური მოსწრება, ვიდრე დაწყებით საფეხურზე. 
          აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ჩემი კვლევის მთავარი კითხვა:
  რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების სწავლის მოტივაციის შემცირებასა და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა?
          კვლევის ამოცანის შესრულებაში დამეხმარა შემდეგი საკვლევი საკითხები:
·        არიან თუ არა ჩართული მშობლები საბაზო საფეხურზე შვილების სწავლებისა და სწავლის საკითხებში, ისე როგორც დაწყებით საფეხურზე?
·        წაახალისებენ თუ არა შვილებს წარმატებული სწავლისთვის ამ საფეხურზე?
·        მოსწავლეები რა დროს უთმობენ  გაკვეთილების მომზადებას საბაზო საფეხურზე?
·        დაწყებით საფეხურთან შედარებით არის თუ არა მეტი სირთულეები სწავლის პროცესში?
·        არის თუ არა საინტერესო და ნათლად გასაგები მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალა?
·        არის თუ არა საკმარისი მასწავლებლის მიერ გამოყენებული სწავლების სტრატეგიები და რესურსები მოსწავლეთა უკეთ სწავლისთვის?
·        ხედავს თუ არა მოსწავლე გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის აუცილებლობას და საჭიროებას რეალურ ცხოვრებაში?
·        ასაკობრივი თავისებურებების გავლენა გამოეკვათათ თუ არა?

   აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლადაც გადავწყვიტე საბაზო საფეხურის მოსწავლეებში, მათ მშობლებსა და ჩემს კოლეგებში განმეხორციელებინა კვლევა.


აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა.



                                                კვლევის გეგმა

შესრულებული სამუშაო
ვადები       2018
  II
     III
   IV
    V
    VI
1


სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

  X





2
საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება ჯგუფებისთვის (მოსწავლე, მშობელი)

   X

  




3
საკვლევი კითხვარების შედგენა ინტერვიუსთვის (ფოკუს ჯგუფი)


  X




4
ანკეტირება მოსწავლეებთან/მშობლებთან პრობლემების იდენტიფიცირებისთვის




5
კვლევის გეგმის შედგენა

     X



6
მონაცემთა შეგროვება

     X



7
ფოკუსირებული დაკვირვება

     X



8
ინტერვენციების განხორციელება


    X


9
კვლევის შედეგების ანალიზი




    X

10
საბოლოო ანგარიშის მომზადება



 
   X


                            



                                      კვლევის ვადები

          2018 წლის თებერვალი - მაისი
                            
                                     მეთოდოლოგია
        კვლევის სამიზნე ჯგუფი:
        მე-8 კლასის მოსწავლეები -  50 მოსწავლე
 
                                   შერჩევა
კვლევაში გამოყენებული იქნა სრული შერჩევის ტიპი.   საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე გამოკითხვის ჩატარება კითხვების საშუალებით
                მონაცემთა შეგროვების მეთოდები
·        ფოკუს ჯგუფი
·        კითხვარები
·        გამოკითხვა
·        ფოკუსირებული დაკვირვებ
ფოკუს ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო მიმეღო მათგან ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კითხვარის შედგენაში:   ფოკუს ჯგუფში იყო 6 წევრი:  2- მშობელი, 2- უშუალო კოლეგა, 1- დამრიგებელი, 1- საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელი.
აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო გამეგო საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის დაწევის შესახებ მათი დამოკიდებულება, თუ რას მიიჩნევენ ამის მიზეზად, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში. ამ კუთხით დიდი დახმარება გამიწია ლიტერატურამ, რომელსაც წინასწარ გავეცანი. (განვითარების თეორიები გ.ლაცაბიძე ,  „სწავლება და შეფასება“-მასწავლებლის პროფესიული განვ. ცენტრი,2008)

                                      მონაცემთა ანალიზი
კითხვარები მომზადდა ყველა მოსწავლისა და მათი მშობლებთათვის (დანართი 1, დანართი 2)   კვლევამ მომცა შემდეგი შედეგი:
კითხვარი მშობელთათვის და კვლევის შედეგები: 
კითხვა
საფეხ
დიახ
არა
ნაწილ.
ვიყავი თუ არა ჩართული ჩემი შვილის სასწავლო პროცესში
დაწყ.
45

  5
საბაზო
15
5
30
მაქვს თუ არა ხშირი კონტაქტი სკოლასთან
დაწყ.
40

 10
  
საბ.
10

40
მაქვს თუ არა წამახალისებელი ქმედება
დაწყ.
35
10
5
საბ.
5
35
10
 სვეტოვანი დიაგრამა მშობელთა დადებითი პასუხის შემთხვევაში
               

 მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლები ნაკლებად აქტიურად არიან ჩართული თავიანთი შვილების სწავლებისა და სწავლის პროცესში საბაზო საფეხურზე, ვიდრე დაწყებით საფეხურზე.

კითხვარი მე-8 კლასის მოსწავლეთათვის და კვლევის შედეგი
კითხვა
დიახ
არა
ნაწილ.
ასრულებენ თუ არა დავალებებს სრულად
20
5
25
არის თუ არა მეტი სირთულეები
25
10
15
არის თუ არა საინტერესო მათთვის ახსნილი მასალა
15
10
25
რამდენად საკმარისად იყენებს მასწ. რესურსს
10

40
ხედავს თუ არა მოსწ. გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის აუცილებლობას
15
10
25







        ჩავატარე ასევე გამოკითხვა მოსწავლეებში, რათა უშუალოდ დამედგინა
·                     1.რა   მიაჩნიათ მოსწავლეებს საბაზო საფეხურზე სწავლისადმი 
                    ინტერესის დაკარგვის მიზეზად, კერძოდ მათემატიკის შესწავლისას
·                        2. როგორ ანაწილებენ ისინი დროს?  
·                         3. რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათემატიკის ცოდნის შეძენა                  ამ   საფეხურზე?
·                         4. რა მიაჩნიათ მოტივაციის ამაღლებისთვის ყველაზე აუცილებელ                        აქტივობად?
        ჩავატარე ფოკუსირებული დაკვირვება: მოვიწვიე კოლეგა, რომელსაც     უნდა ეწარმოებინა დაკვირვება უშუალოდ ახსნის ასპექტზე. მისგან     მიღებული უკუკავშირი დამეხმარა გამეგო, რამდენად გასაგებად და   საინტერესოდ ვაწვდი ახალ მასალას მოსწავლეებს.
    მშობლების, მოსწავლეების ანკეტირებისა და გამოკითხვისას, ასევე     კოლეგის უკუკავშირის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი რამ
·               1.მშობლები საბაზო საფეხურზე აღარ არიან შვილების სწავლებისა და     სწავლის საკითხებში აქტიურად ჩართული.  მასწავლებლებთანაც იშვიათად  კონტაქტობენ.
·               2. საფეხურზე მოსწავლეები აღარ იჩენენ დიდ ინტერესს სწავლისადმი და           შესაბამისად მათი სწავლის მოტივაცია დაბლა იწევს.

   როგორც  გაირკვა, ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით:
·                    1.გაკვეთილო პროცესი გახდა უინტერესო იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ                 შედარებით რთულად
·                     2.უჭირთ დაინახონ სწავლის აუცილებლობას
  3.  მოსწავლეთა უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს კომპიუტერთან გართობის მიზნით
    ინტერვენციების აღწერა და მისი შედეგები კვლევის პროცესში მიღებული     ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე            სავარაუდო ინვესტიციების რამოდენიმე ვარიანტი:

  •          ყოველი გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით
  •           საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსის გამოყენება (მაგ. მათემატიკური კროსვორდი, სივრცული მოდელების შექმნა, მათემატიკური-თამაში და ა.შ)
  •         მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ბავშვების გამოცდილებასთან გაკვეთილის თემატიკასა და რეალურ ცხოვრებასთან
  •            გაკვეთილზე საგანმანათლებლო რესურსის ფართო სპექტრი, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  •                 კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა სიდიდის გამოთვლა (მაგ. პროგრამა „EXCEL ში ) მომზადდეს სასკოლო ღონისძიება მშობელთა ჩართულობით

     ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, დავგეგმე და ჩავატარე     სამოდელო გაკვეთილი.

    გაკვეთილის თემა: ალბათობა და ფარდობითი სიხშირე
     მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა დამუშავება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა პროგრამა „EXCEL-ის დახმარებით, რითიც განიმტკიცებენ სემიოტიკურ კომპენტენციებსა და ციფრული წიგნიერების უნარს.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარმოადგინეს დავალებად მოცემული სხვადასხვა მოპოვებული და დამუშავებული მონაცემები ხელსაყრელი ფორმით (წრიული და სვეტოვანი) შემდეგ ეს დაამუშავეს პროგრამულად.

     გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესი წარიმართა აქტიურად. მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით. თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. გაკვეთილს ესწრებოდნენ ჩემი კოლეგებიც შეფასების ჯგუფთან ერთად. მათ ეს სიახლე უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა შეაფასეს დადებითად და გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობისა და ჩემი გამოცდილების გაზიარების და საკუთარ პრაქტიკაზე მორგებისა.
ასევე ჩავატარე მეორე ინტერვენცია-  ღონისძიება „მათემატიკა ყველგან “. ღონისძიებას ესწრებოდნენ დამრიგებელთან ერთად მშობლებიც. მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების შესახებ. მათთვის უფრო ცხადი შეიქმნა მათემატიკის სწავლის აუცილებლობა. ღონისძიება იყო მთლიანობაში საინტერესო, ხალისიანი და აქტიური. და რაც მთავარია, გამოიწვია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.



                                                დასკვნა
       ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლას, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებას და შეფასების ეტაპებს), შემიძლია დავასკვნა, რომ საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა სწავლას მოტივაციის შემცირების მიზეზებია:
·        ამ საფეხურზე მშობელთა ნაკლები ჩართულობა სწავლის პროცესში
·        მოსწავლეთათვის საგაკვეთილო პროცესი აღარ არის საინტერესო, გამოყენებადი და დაძლევადი
·        ვერ ხედავენ სწავლის აუცილებლობას
ამ პრობლემების დაძლევა შესაძლებელია, თუ მასწავლებელი არ დაიშურებს ძალისხმევას და ყოველ საგაკვეთილო პროცესს გახდის საინტერესოს, მოსწავლეების უნარებზე და საჭიროებაზე მორგებულს, გამოიყენოს მრავალფეროვანი რესურსით და მრავალი სტრატეგიით (საინფორმაციო ტექნოლოგიურებს ) გამდიდრებულს. ასევე მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეს, მათემატიკის აუცილებლობა და სიახლოვე პრაქტიკულ საქმიანობასთან. ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, აშკარად გააქტიურდნენ მოსწავლეები, მეტად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, მოხდა მათი სწავლის მოტივაციის ამაღლება. ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილ ინტერვენციებს გამოვიყენებ. მომდევნო სასწავლო წელს ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში რაც გამოიწვევს ჩემს პროფესიულ ზრდას.
                                     









                                                რეკომენდაციები
·                ვეცადოთ, გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.   (ვიზიტები, საუბრები, სასწავლო პროგრამების გაცნობა,საფეხური მიზნების გაცნობა)
·            ყოველი გაკვეთილი დაიგეგმოს მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით.
·            მოსწავლეებს მივაღებინოთ მონაწილეობა რესურსის შექმნაში
·        ხშირად გამოვიყენოთ გაკვეთილზე კომპიუტერული ტექნოლოგიები
·             მათემატიკა დავანახოთ მოსწავლეებს გამოყენებადი კუთხით
·          მოსწავლეებს შევუქოთ ძლიერი მხარე და აქცენტით არ გავაკეთოთ    მხოლოდ ნაკლოვანებებზე , ხშირად წავახალისოთ ისინი
                                      თვითკრიტიკა  
    საბაზო საფეხურზე მოტივაციის შესწავლის საკითხი და მასთან დაკავშიებული პრობლემები ერთერთი ყველაზე სერიოზული, ძნელად მოგვარებადი პრობლემაა,ამიტომ სერიოზულ მიდგომას და ყურადღებას საჭოროებს, არა მარტო ერთი სკოლის (მით უმეტს ერთი კლასის),არამედ მთელი სისტემის ერთიანი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
          ამიტომ ჩემი კვლევის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ კვლევა ჩატარდა ერთ საგანში, არადა პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე შეიძლებოდა რამოდენიმე საგანში  
განხრციელებულიყო. ეს მოგვცემდა პრობლემის უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას. ამასთან,კვლევის პერიოდი ისე იყო შერჩეული,ვერ მოხერხდა კვლევის შედეგების  პრაქტიკაში გადაყვანა მთელ კოლექტივისათვის.   


დანართი 1.      

კითხვარი მშობლებისთვის
კითხვა
საფეხ
დიახ
არა
ნაწილ.
ვიყავი თუ არა ჩართული ჩემი შვილის სასწავლო პროცესში
დაწ


 
საბ



გვაქვს თუ არა ხშირი კონტაქტი სკოლასთან
დაწ



  
საბ



მაქვს თუ არა წამახალისებელი ქმედება
დაწ



საბ





დანართი 2. 
კითხვარი მოსწავლეთათვის
კითხვა
დიახ
არა
ნაწილ.
ასრულებენ თუ არა დავალებებს სრულად



არის თუ არა მეტი სირთულეები



არის თუ არა საინტერესო მათთვის ახსნილი მასალა



რამდენად საკმარისად იყენებს მასწ. რესურსს



ხედავს თუ არა მოსწ. გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის აუცილებლობას








                  გამოყენებული ლიტერატურა:

1.განვითარების თეორიები. გ.ლაცაბიძე  2010 წელი
2.განვითარებისა და სწავლების თეორიები.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.2008 წელი.
3.სწავლება და შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 2008 წელი.
4.ეროვნული სასწავლო გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. 2007 წელი.
5.ბავშვის ფსიქოლოგია. დ. უზნაძე ტ.5. 1967, 2004.
6.პირადი და კოლეგების გამოცდილება
    
                             კვლევის რეფლექსია
                   ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის „საბაზო საფეხურზე
 სწავლის მოტივაციის კვლევისა და მისი ამაღლების ხელშეწყობის შესახებ“,შედეგები  გაცავანი გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებს. მათ უმეტესობას გადავუგზავნე ელექტრონულ მისამართზე კვლევის ანგარიში  და ასევე კვლევის ანგარიშის შესახებ პრეზენტაცია, ხოლო კათედრის წევრებს და ამ კლასის მასწავლებლებს  წარვუდგინე პრეზენტაცია კვლევის ანგარიშის შესახებ.
       პედაგოგებისთვის საკითხის მნიშვნელობიდან
და აქტუალობიდან გამომდინარე კვლევის შედეგები აღმოჩნდა დროული  და საინტერესო. მათ გამოთქვეს სურვილი კვლევის შედეგების საკუთარ პრაქტიკაში გათვალისწინებისა და განხორცილების  მსგავსი აქტივობებისა. აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა კვლევა ჩატარებულიყო კომპლექსურად,ყველა საგანში. თუ შედეგებს გაეცნობოდნენ სასწავლო წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, შეძლებდნენ უშუალოდ გათვალისწინებას ამ წელსვე.მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ზოგადად საინტერესოდ დაგეგმილ     გაკვეთილები,  კერძოდ      ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, ერთი-ორად ხალისიანს და აქტიურს ხდის მოსწავლეთათვის საგაკვეთილო პროცესს. მომავალი სასწავლო წლისთვის ისინი გამოიყენებენ  და გაითვალისწინებენ კვლევის შედეგებს.





.





   
                         

4 comments:

  1. გავეცანი თქვენი პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ვფიქრობ სწორად გქონდათ შერჩეული მიზნის მისაღწევი კითხვები და საინტერესო იყო შედეგებიც. დღეს უამრავ ქართულ სკოლაში და მათ შორის ჩემთანაც არის ანალოგიური პრობლემები. ვეცდები გავითვალისწინო თქვენი დასკვნები ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში.

    ReplyDelete
  2. გავეცანი კვლევას და ვფიქრობ,რომ კვლევა ეხება სკოლისთვის და მშობლებისთვის აქტუალურ საკითხს.

    ReplyDelete
  3. საინტერესო და მეტად გამოსადეგი გახლავთ თქვენი კვლევის ანგარიში. ვფიქრობ სამომავლოდ მეტად გამომადგება თქვენი ანალიზები.

    ReplyDelete
  4. თქვენს მიერ განხორციელებული კვლევა და ყველა აქტივობა, სასარგებლოა როგორც მოსწავლეებისთვის ასევე კოლეგებისთვის.

    ReplyDelete