მარეხი ლეკიშვილი გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
შემოკლებული გამრავლების ფორმულები
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო VII კლასი
|
დისციპლინა
|
მათემატიკა
|
მოსწავლის რაოდენობა
|
26
|
გაკეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენებას
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები/ინდიკატორი
|
მათ: VII. 3. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება.
· მოსწავლე აფასებს რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგს, ასრულებს მოქმედებებს და ამოწმებს საკუთარ ვარაუდს.
მათ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების გამარტივება და წრფივი განტოლების ამოხსნა.
· მოსწავლე იყენებს მოქმედებათა თვისებებს, მათ თანმიმდევრობას და დაჯგუფებას ალგებრული გამოსახულების გასამარტივებლად და მისი მნიშველობის გამოსათვლელად, ცვლადების მოცემული მნიშვნელობებისთვის.
|
საჭირო წინარე წოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს ორწევრის ორწევრზე გამრავლება, განრიგებადობის თვისება, მართკუთხედის ფართობი, მსგავსი წევრების შეკრება, იგივურად ტოლი გამოსახულება და კვადრატში აყვანა.
|
შეფასება
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
|
საკლასო მენეჯმენტი
|
სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ჩხირები, თვალსაჩინოება და ბარათები.
|
აქტივობა №1
საშინაო დავალების შემოწმება (5-7 წუთი).
მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას მთელ კლასთან და თუ რომელიმე საკითხი აღმოჩნდება გაუგებარი, მას გაარჩევენ დაფასთან. მსგავს დავალებას გაკვეთილის ბოლოს კიდევ დაამუშავებენ.
|
აქტივობა №2
წინარე ცოდნის გააქტიურება (10 წუთი)
მასწავლებელი კლასს გააცნობს გაკვეთილის მიზანს და მოსალოდნელ შედეგს, რისთვისაც გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას.
ამისათვის საჭიროა გაიხსენონ შემდეგი საკითხები :
კვადრატის ცნება, მართკუთხედის ფართობი, მრავალწევრის მრავალწევრზე გამრავლება და იგიური გამოსახულებები.
ამის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს კლასს თვალსაჩინოებას და სვამს შეკითხვას, თუ რომელია სწორი. წინასწარ მას აქვს ჩხირები (მოსწავლეების სახელების მიხედვით), შერჩევის მეთოდით გამოჰყავს დაფასთან მოსწავლეები და აწერინებს მათ განრიგებადობის კანონის გამოყენებით გამოსახულებებს და მართკუთხედის ფართობის გამოთვლასთან დაკავშირებული დავალებები.
|
აქტივობა №3
ჯგუფური მუშაობა (15-20 წუთი)
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 3 ჯგუფად, ბარათები სხვადასხვა დავალებებით.
ერთ-ერთი ჯგუფის ამოცანები:
1. ნახაზის მიხედვით იპოვეთ კვადრატის ფართობი
2. (a+b)2 იგურად ტოლი გამოსახულება
3. მიღებული გამოსახულების ტოლფასობა შეამოწმეთ ცვლადის შემდეგი მნიშვნელობებისთვის: a=10, b=5
ათი წუთის შემდეგ ჯგუფები აკეთებენ 2-3 წუთიან პრეზენტაციას და მასწავლებელი აკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკის მიხედვით, (იხ. დანართი №1).
|
აქტივობა №4 (5-8 წუთი)
მას შემდეგ რაც სიღრმისეულად მოხდება ჯგუფური ნამუშევრების გაანალიზება მასწავლებელი მოსწავლეებს გააკეთებინებს დასკვნას ორი სიდიდის ჯამის კვადრატში აყვანის შესახებ. გაკვეთილის ბოლოს ისევ ურიგდებათ ბარათები ინდივიდუალური მუშაობისთვის რითაც, მასწავლებელი გაიგებს თუ რა შედეგზე გავიდა. შესაძლებელია პირველ სამ მოსწავლეს მისცეს განმავითარებელი შეფასება სიტყვიერად. ახალი მასალის გაგების შესახებ მიღებულ ინფორმაციას მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმავად გამოიყენებს. მოსწავლეებს მიეცემათ საშინაო დავალება გარჩეული მაგალითების მსგავსი.
|
დანართი
ჰოლისტური შეფასების რუბრიკა
არადამაკმაყოფილებელი
1 ქულა
|
დამაკმაყოფილებელი
2 ქულა
|
კარგი
3 ქულა
|
ძალიან კარგი
4 ქულა
|
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს წინარე ცოდნას, ვერცერთ შეკითხვას ვერ სცემს პასუხს.
|
სუსტად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, ნაწილობრივ პოულობს ამოხსნის გზებს.
|
მოსწავლე კარგად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, პოულობს ამოხსნის გზას, თუმცა მცირე ხარვეზებით.
|
მოსწავლე სრულყოფილად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, პოულობს ამოხსნის ოპტიმალურ გზას, აკეთებს დასკვნებს.
|
ს გეგმა აკვეთილი
გაკვეთილის გეგმა
| |
გაკვეთილის თემა:
|
ლოგარითმული ფუნქცია
|
სწავლების საფეხური
დისციპლინა
|
მე-11 კლასი
მათემატიკა
|
გაკვეთილის მიზნი
|
ლოგარითმული ფუნქციის თვისებების შესწავლა. მისი გრაფიკის საშუალებით ფუნქციის თვისებების დადგენა.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28 მოსწავლე
|
ესგ-ით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგი
|
მათ. XI.5 მოსწავლეს შეუძლია ფუნქციების და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას
|
ინდიკატორები
|
მათ. XI.6 მოსწავლე ახდენს ფუნქციის ნულების, მაქსიმუმის /მინიმუმის ინტერპრეტირებას.
· მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული,ალგებრულიმეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
· მოსწავლე იყენებს ფუნქციის გრაფიკის გეომეტრიულ ნიშნებს (მაგ.საკოორდინატო ღერძის პარალელური წრფის მიმართ, კოორდინატთა სათავის მიმარტსიმეტრიულობა.)
· იყენებს შესაფერის გრაფიკულ , ალგებრულ მეთოდებს (ტრიგონომეტრიული, ლოგარითმული, მაჩვენებლიანი ) ფუნქციის ისეთ თვისებების დასადგენად, როგორიცაა ზრდადობა/ კლებადობა,ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა
|
თანამიმდევრობა
|
საორგანიზაციო ნაწილი (5წთ.)
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.კომპიუტერის მომზადება პრეზენტაციისათვის.
აქტივობა 1. (10წთ) დავალების შემოწმება. ავუხსნი გაუგებარ საკითხებს. ფრონტალური კითხვებით შევამოწმებ განვლილ მასალას.
აქტივობა 2. აქტიური მინილექცია (15წთ)
გაკვეთილის ახსნა
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის სათაურს.
მოსწავლეები იხსენებენ შექცეული ფუნქციის ცნებას, გრაფიკის სიმეტრიულობას Y=X წრფის მიმართ. გამოვიყენებ სლაიდებს.ავხსნი გაკვეთილს
აქტივობა 3 . ტესტური დავალება (10 წთ)
იმის შესამოწმებლად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ახალი მასალა ვაძლევ ტესტებს სახელმძღვანელოდან (გვ 244. 1-9 )
აქტივობა 4. ტესტების პასუხების შემოწმება.
ეკრანზე გამოვიტან სწორ პასუხებს. ვამოწმებ რამდენიმე მოსწავლის პასუხებს (5-6 მოსწავლე) შეცდომებს ვუსწორებ დაფასთან, რათა ყველამ გაითვალისწინოს შენიშვნები.
აქტივობა 5. ახსნილი მასალის განმტკიცება (5წთ)
მასალას განვამტკიცებ ფრონტალური კითხვებით.
აქტივობა 6. საშინაო დავალების მიცემა (3წთ)
|
შეფასება
|
მოსწავლეებს ვაფასებ ტესტის შედეგებზე დაყრდნობით და მათი აქტიურობის გათვალისწინებით. (2წთ)(განმავითარებელ შეფასებას)
|
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო
რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,
ცარცი, დაფა, სამუშაო ფურცლები.
|
No comments:
Post a Comment