გაკვეთილის თემა: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
მასწავლებლის
სახელი, გვარი: მარეხი
ლეკიშვილი
პირადი ნომერი:
12001060779
საგნები: მათემატიკა,ისტი.
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / VIბ
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
22
გაკვეთილის თემა:
მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
ერთი საგნის თემის დაკავშირებას მეორე საგანთან, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას-ტრანსფერს.
მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის ამოსახსნელად საჭირო წარმოდგენილი ან მოპოვებული მონაცემების
მოწესრიგებას და მის წარმოდგენას ხელსაყრელი ფორმით (წრიული და სვეტოვანი
დიაგრამების აგებით), კომპიუტერულ პროგრამა
„PowerPoint-ის
გამოყენებით.
გაკვეთილის
თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
მათ. VI.12.მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი
და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
წარმოდგენა.
·
ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას
და დალაგებას;
·
აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს.
მათ. VI.13. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული
ანალიზი
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ითვლის
შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს (მონაცემთა
საშუალო, უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობები) დისკრეტულ რაოდენობრივი მონაცემებისათვის
და იყენებს მათ მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად.
·
ადარებს მონაცემთა რამდენიმე ერთობლიობას მათი წინასწარ
მოცემული სტატისტიკური მახასიათებლების საშუალებით.
ისტ.
VI.1. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული
მასალის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·
აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას, შეარჩევს
მიზნის შესაფერის ციფრულ საშუალებებს.
·
აუდიტორიის მოთხოვნებისა და საკუთარი მიზნების გათვალისწინებით,
ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს ჯგუფის მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ.
·
ისტის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას,
დროისა და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით.
მოსწავლეთა წინარე
ცოდნა:
მოსწავლემ უნდა იცოდეს ნატურალურ
რიცხვთა შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა, ცხრილებითა და დიაგრამებით მოცემული
მონაცემების გამოყენება, საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად შესაფერისი საშუალებების
შერჩევა (გაზომვა, აწონვა და სხვ), მონაცემების დახარისხება, მოწესრიგება, დალაგება,
ელემენტარული კომპიუტერული უნარების ფლობა, ელექტრონული ცხრილების ცოდნა, წრიული (სვეტოვანი,
ხაზოვანი) დიაგრამების აგება კომპიუტერულ პროგრამა „PowerPoint-ში.
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა მნიშვნელოვანი საკითხია
VI კლასის მათემატიკისა და ისტის საგნობრივ პროგრამებში. დღეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია წარმატება ნებისმიერ სფეროში, დაწყებითი საფეხურიდანვე
უნდა მივაჩვიოთ მოსწავლეები სასწავლო პროცესში ისტის გამოყენებას და კომპიუტერული უნარების
განვითარებას. ამ მოტივით, ვატარებ დღევანდელ გაკვეთილს ისტთან ინტეგრირებულს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ.)
|
1
|
აქტივობა N1
საშინაო დავალების ანალიზი
მიზანი:
გავიგო თუ როგორ
იყო შესრულებული და გააზრებული დავალება.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ
ვამოწმებ საშინაო დავალებას. მათ დავალებად ჰქონდათ ამოცანების ამოხსნა და კიდევ
ინფორმაციის მოძიება ცნობარში ან ინტერნეტში. თუ რომელიმე საკითხი მოსწავლეთათვის აღმოჩნდა ბუნდოვანი, მას მოსწავლეთა
ჩართულობით გავარჩევთ დაფაზე .
|
ვერბალური ახსნა,ინტერაქტიული
ფორმით.
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი
|
4-5წთ
|
აქტივობა N2
წინარე ცოდნის გააქტიურება
მიზანი:
მოსწავლეებს
აღვუძრა ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ. მოვახდინო მათი პროვოცირება, არსებული
ცოდნის გააქტიურება.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების და საშინაო
დავალების შემოწმების შემდეგ, კლასს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, მოსალოდნელ შედეგს
და საგაკვეთილო აქტივობებს. ასევე გავააქტიურებ წინარე ცოდნას, რაც საჭიროა უშუალოდ
საგაკვეთილო პროცესისთვის.
განვლილ მასალას
ვაჩვენებ სლაიდებით და კლასის ჩართულობით, ინტერაქტიულად მოხდება შეკითხვებზე პასუხის
გაცემა და ანალიზი.
|
ვერბალური ახსნა;კითხვა-პასუხი.
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი.
კომპიუტერი,
პროექტორი.
|
4-5წთ
|
|
3
|
აქტივობა N3
ახალი მასალის
ახსნა
მიზანი:
სამოტივაციო ამოცანის მოსწავლეებთან ერთობლივი განხილვით
ავუმაღლო მათ ინტერესი, რათა უფრო ეფექტიანად და მეტი ჩართულობით წარიმარათოს ახალი
მასალის მიწოდების პროცესი.
მასალას
ვხსნი ინტერაქტიული მიდგომით, მთელი კლასის
ჩართულობით (შეიძლება რამდენიმე მოსწავლე გამოვიყვანო დაფასთან და მათი მუშაობის
პროცესი და შედეგები შეფასდეს სხვა მოსწავლეების მიერ). შემდეგ ვაჯამებთ მიღებულ
შედეგებს. ამოცანების დასმისა და ამოხსნისას
ვიყენებ მეტაკოგნიტურ პაუზებს.
ეკრანზე პროექტორით (ან თვალსაჩინოებით) ვაჩვენებ
სლაიდებს, რომელზეც მოცემულია მონაცემები სხვადასხვა სახით (ცხრილებით, პიქტოგრამით)
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. ვიძახებ რამდენიმე მოსწავლეს და ვარჩევთ ამოცანებს კლასის ჩართულობით.
|
ინტერაქტიული
პრეზენტაცია
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი,
პროექტორი,
კომპიუტერი,
|
10 წთ
|
4
|
აქტივობა N4
ჯგუფური მუშაობა
და მისი ანალიზი
მიზანი:.
მოსწავლეებმა გაიღრმავონ ამოცანების ამოხსნის უნარი,
გაიწაფონ მონაცემების დამუშავებაში, ასევე
დაეუფლონ დაიგრამების აგების უნარს-ჩვევას კომპიუტერულ პროგრამა Power Point-ში, განივითარონ ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების უნარი.
ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს დავურიგებ ბარათებს
დავალებებით .მათ უნდა ამოხსნან ამოცანები , დაამუშავონ მონაცემები და შეძლონ
პროგრამა Power
Point-ში შესაბამისი დიაგრამის აგება.
ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას შესრულებული დავალების
შესახებ. კლასის წინაშე წარადგენენ ნაშრომებს, კომპიუტერულ პროგრამაში აგებულ დიაგრამას. მათ ოპონირებას გავუწევ მე და სხვა
ჯგუფის წევრები.
|
მასწავლებლის
ინსტრუქცია, პრეზენტაცია.
|
ჯგუფური მუშაობა
|
კომპიუტერი,
ფორმატი, სამუშაო ფურცლები, კალმები, პროექტორი.
,დანართი 5.
|
10-12 წთ
|
5
|
აქტივობა N5
გაკვეთილის შეჯამება
მიზანი:
დავადგინო,
თუ რა შედეგზე გავედი დღეს, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიწოდებული ახალი ინფორმაცია.
კიდევ ერთხელ
აღვნიშნავ დღევანდელი გაკვეთილის ძირეულ საკითხებს და მოსწავლეებთან ერთად მოვახდენ
მის შეჯამებას.
ვისაუბრებთ
მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ საკითხებზე, სიხშირეთა ცხრილზე, პიქტოგრამაზე,
წრიულ (სვეტოვან) დიაგრამაზე და მასთან დაკავშირებულ
საკითხებზე და მის უპირატესობაზე ამოცანების ამოხსნისას.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
ცარცი, დაფა, თვალსაჩინოება.
|
3 წთ
|
6
|
აქტივობა N6
მოსწავლეთა
ტესტირება
მიზანი: დავადგინო,
მოსწავლეების მიერ როგორ
იქნა აღქმული ახალი მასალა, როგორ ახდენენ ამოცანების ამოხსნისას მის გამოყენებას. ასევე მოსწავლეებმა უნდა
შეაფასონ საკუთარი ცოდნა.ეს დამეხმარება სწორად დავგეგმო მომდევნო გაკვეთილი(რომლის
დასაწყისშიც მოხდება
ტესტის ანალიზი).
სლაიდზე გამომაქვს ტესტი,
რომელსაც ყველა
მოსწავლე ასრულებს ინდივიდუალურად. დასრულების შემდეგ მოსწავლეები სლაიდზე გამოტანილი
სწორი პასუხებით წინასწარ დარიგებული თვითშეფასების ბარათების საშუალებით გააკეთებენ
თვითშეფასებას.
|
ტესტირება
|
მთელ კლასთან
|
სამუშაო ფურცლები,
კალმები,
თვითშეფასების
ბარათები
(დანართი2),
(დანართი
4)
|
5 წთ
|
7
|
აქტივობა N7
შეფასება: განმავითარებელი
და განმსაზღვრელი.
მიზანი:
მოსწავლის
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, მისი
განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლის მიღწევის
დონის დადგენა.
ვაკეთებ განმავითარებელ
შეფასებას ჯგუფების მიხედვით და განმსაზღვრელ შეფასებას მცირე ჯგუფებთან, წინასწარ
შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან და მცირე ჯგუფებთან
|
შეფასების რუბრიკები
დანართი
1, დანართი 3.
|
3 წთ
|
8
|
აქტივობა N8
საშინაო დავალების
მიცემა
მიზანი:
გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება.
დაფაზე ვწერ სახელმძღვანელოდან შერჩეულ ამოცანების
ნომრებს.
სარეზერვო აქტივობა
მოსწავლეების მიერ ერთობლივად სხვადასხვა ამოცანების
განხილვა.
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებს მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას,
დიაგრამების აგებისას, ჯგუფური მუშაობისას, თვითშეფასების ტესტის შესრულებისას გაუძლიერდათ
და გამოუმუშავდათ ფიქრის, კვლევის, ლოგიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანის უნარი,
პრეზენტაციის უნარი. ასევე მათემატიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უნარი-ჩვევები,
ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. კომპიუტერულ პროგრამა Power
Point-ში მუშაობისას
გაიწაფნენ საგაკვეთილო პროცესის დროს ტექნოლოგიების გამოყენებაში. მათ ასევე შეიძინეს
შეძენილი ცოდნის ერთი საგნიდან მეორეში ტრანსფერის უნარი,რაც უფრო მრავალფეროვანს და
მდიდარს ხდის სასწავლო პროცესს.
დანართი
1.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
|||
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და თანამშრომლობენ
|
|||
ჯგუფის პრეზენტაცია სრულყოფილია
|
|||
დაცულია დროის ლიმიტი
|
დანართი 2
თვითშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჩართულობა, ჯგუფის მუშაობა
|
|||
ჩართულობა სამუშაო პროცესში
|
|||
ტესტის შესრულების დონე
|
ყველა საკითხი
სწორია
|
სწორია 2-3
საკითხი
|
სწორია ერთი
საკითხი
|
დანართი
3
ჰოლისტური შეფასების რუბრიკა
დაბალი
3-4 ქულა
|
საშუალო
5-6ქულა
|
კარგი
7-8ქულა
|
ძალიან კარგი
9- 10ქულა
|
მოსწავლე ვერ ამჟღავნებს წინარე ცოდნას, ვერცერთ შეკითხვას
ვერ სცემს პასუხს.
|
სუსტად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, ნაწილობრივ პოულობს
ამოხსნის გზებს.
|
მოსწავლე კარგად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, პოულობს
ამოხსნის გზას, თუმცა მცირე ხარვეზებით.
|
მოსწავლე სრულყოფილად ამჟღავნებს წინარე ცოდნას, პოულობს
ამოხსნის ოპტიმალურ გზას, აკეთებს დასკვნებს.
|
დანართი
4
თვითშეფასების ტესტი
1) თუ
3 რიცხვის საშუალო არითმეტიკულია 6, მაშინ
ამ რიცხვის ჯამია:
ა) 8 ბ)
18 გ) 15 დ) 20
3) მოსწავლემ
სამ
შემაჯამებელში მიიღო 6, 7, 9 ქულა. რამდენი ქულა უნდა მიიღოს მეოთხე შემაჯამებელში,
რომ საშუალო გამოვიდეს 8?
ა) 6 ბ)
7 გ) 9 დ) 10
3) მოცემულია სიხშირეთა ცხრილი. იპოვეთ საშუალო შეფასება
(დაამრგვალეთ ერთეულამდე)
ქულა
|
6
|
7
|
8
|
9
|
სიხშირე
|
1
|
4
|
3
|
2
|
ა) 7 ბ)
6 გ) 8 დ) 9
4) მოსწავლეთა რაოდენობა კლასების მოხედვით პიქტოგრამითაა წარმოდგენილი.& სიმბოლოს შეესაბამება
4 მოსწავლე.სულ რამდენი მოსწავლეა ?
1 კლასი
|
& & & & & & & &
|
|
2 კლასი
|
& & & & & & & &
|
|
3 კლასი
|
& & & & &
|
|
4 კლასაი
|
& & & & &
|
|
5 კლასი
|
& & & &
|
ა)20 ბ)30 გ)120
დ)100
დანართი 5
ამოცანები ჯგუფური
მუშაობისთვის
1.მოცემულია
კლასის მოსწავლეთა
მათემატიკის სემესტრული
ქულები სიის მიხედვით.
ნომერი
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
19
|
20
|
ქულა
|
8
|
6
|
5
|
7
|
5
|
6
|
6
|
9
|
6
|
6
|
8
|
7
|
7
|
10
|
5
|
7
|
7
|
10
|
6
|
10
|
·
შეადგინეთ შესაბამისი სიხშირეთა ცხრილი.
·
გამოთვალეთ საშუალო მოსწრება
·
ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა.
2. მოცემულია
გამარჯვების საჯარო სკოლის 2016-1017 წლის მოსწავლეთა წლიური შეფასება საფეხურების
მიხედვით
საფეხური
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
|
დაწყებითი
|
52
|
32
|
28
|
|
საბაზო
|
88
|
28
|
13
|
|
საშუალო
|
125
|
20
|
9
|
·
ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა თითოეული საფეხურისთვის ცალკე.
·
ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა სამივე საფეხურისთვის ერთად.
3. მოცემულია
მოსწავლეთა წლიური გაცდენების რაოდენობა საფეხურების მიხედვით.
საფეხური
|
დაწყებითი
|
საბაზო
|
საშუალო
|
გაცდენა
|
5466
|
6709
|
12598
|
·
ააგეთ სვეტოვანი დიაგრამა.
·
გამოთვალეთ თითოეული საფეხურის პროცენტული წილი.
4. მოცემულია
მოსწავლეთა რაოდენობა საფეხურების მიხედვით.
საფეხური
|
დაწყებითი
|
საბაზო
|
საშუალო
|
რაოდენობა
|
290
|
157
|
145
|
·
გამოთვალეთ
თითოეული საფეხურის პროცენტული წილი.
·
ააგეთ წრიული დიაგრამა.
ხელმოწერა: მარეხი ლეკიშვილი
თარიღი: 05 28.2019 წელი
No comments:
Post a Comment